понедельник, 1 сентября 2014 г.

ტრენინგის აღწერა


ხანგრძლივობა: 9 დღე - 4 საათი, სულ 35 საათი.

სამიზნე ჯგუფი: საჯარო სკოლების პირველი  კლასის დამრიგებლები. 

მიზანი:  1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვა,  პირველი კლასის დამრიგებლების  პროფესიული განვითარება  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კუთხით. პედაგოგებმა შეძლონ ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.

შედეგი: კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას;  შეძლებს ისტ-ის გამოყენებას  გაკვეთილის დაგეგმვა-წარმართვის, რესურსების მომზადების,  მშობლებთან კომუნიკაციის, პროფესიული თვითგანვითარების მიზნით.

კურსის მეთოდები: აქტიური ლექცია, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში.


სერთიფიცირება: აუცილებელია მინიმუმ 30 საათზე დასწრება. გაკვეთილის გეგმების მომზადება.


ტრენინგ კურსი მოიცავს შემდეგ პროგრამულ უზრუნველყოფებს: Ms. Word 2013, Ms. PowerPoint 2013;  Internet Explorer; Mythware e-Learning Class V2.4

Комментариев нет:

Отправить комментарий